ეროვნული გამოცდები

naec-ის განმარტება: სამაგისტრო გამოცდის პასუხები წინასწარ არ გამოქვეყნებულა

facebook.com/www.naec.ge

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სამაგისტრო გამოცდის იმ ვარიანტების პასუხები, რომლებიც ჯერ არ ჩატარებულა ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა. პასუხების წინასწარ გამოქვეყნებაზე ინფორმაცია და სქრინშოთები facebook-ით გავრცელდა. საუბარი იყო მაგისტრატურის B და C ტესტის ტიპებზე, რომლებიც ჯერ არ ჩატარებულა. აქამდე გამოცდა მხოლოდ A ვარიანტით ჩატარდა.

"ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge გამოქვეყნებულია A ტიპის სამაგისტრო ტესტი და A ტიპის ტესტის პასუხები. გვერდის მობილურ ვერსიაზე ვიზიტორები არაკორექტირებულ ფაილს ხედავდნენ, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. 


განვმარტავთ, რომ ფაილში მოცემული დამატებითი ინფორმაცია არ არის საგამოცდო ტესტის ვერსიების სწორი პასუხები, რაშიც არა მხოლოდ აპლიკანტები, არამედ ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტების და სწორი პასუხების გამოქვეყნებისას."

კომენტარები