20 წლის პოეტ კოკა კობალაძეს თავს დაესხნენ. კობალაძემ დედას, თათა დავითულიანს საავადმყოფოში უთხრა, რომ მასთან სახლში ორი მამაკაცი მივიდა, პოლიციელებად გაეცნენ და მოგვიანებით სცემეს. დავითულიანის ინფორმაციით, თავდამსხმელებს ახალგაზრდა პოეტის მამის ადგილსამყოფელი აინტერესებდათ, რომელიც ორი თვეა საფრანგეთში პატიმრობაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მამა ე.წ. კანონიერი ქურდი ალექსანდრე კობალაძეა, რომელიც 2018 წლის აპრილში დააკავეს საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში.
საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მიხედვით, რაც შესაძლო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. შსს-ში აცხადებენ, რომ ბინაში პოლიციელების ყოფნა არ დასტურდება.
კობალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იმყოფება, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანამ მიიყვანა სახეზე დაზიანებებით გუშინ, 11 ივლისს. ექიმის ცნობით, ის ნევროლოგიურ განყოფილებაში რჩება, სადაც კობალაძის მდგომარეობას აკვირდებიან.
თათა დავითულიანმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ კობალაძეს ტვინის შერყევა აქვს.