ნატოს სამიტი 2018

ტრამპი: საქართველო რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა

NY Times

NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპს საქართველოს და რუსეთის შესახებ ჰკითხეს.

პალიტრის ჟურნალისტმა ტრამპს დაუსვა კითხვა, ფიქრობს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, რომ საქართველოს სჭირდება ნატოს მხარდაჭერა და ასევე, ისაუბრებს თუ არა ის ვლადიმირ პუტინთან საქართველოს შესახებ, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს კონკრეტული პასუხი არ გაუცია. 

"საქართველო? ისინი დღესა აქ არიან. მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მათ ისაუბრეს თავიანთი მდგომარეობის შესახებ, ისინი რთულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს", - თქვა დონალდ ტრამპმა.  

კომენტარები