კაილი ჯენერი

კაილი ჯენერი ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ქალი იქნება, რომელმაც მილიარდი იშოვა

Forbes.com

შოუ "Keeping Up with the Kardashians"-ის ყოფილი მონაწილე, 20 წლის კაილი ჯენერი, 900 მილიონი ამერიკული დოლარის მფლობელია და ის ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ქალი გახდება, რომელიც თავისი შრომით მილიარდს იშოვის. ამის შესახებ ჟურნალი Forbes წერს.

კაილი ჯენერი კარდაშიაინი-ჯენერის ოჯახიდან ყველაზე უმცროსი წევრია და სამი წლის წინ საკუთარი ტუჩსაცხის "Kylie Cosmetics"-ის წარმოება დაიწყო. პროდუქცია ინტერნეტში იყიდება და მას ტუჩის გამადიდებელი ეფექტი აქვს, ბრენდის 100%-იანი წილის მფლობელი კი კაილი ჯენერია. სწორედ ამ ბიზნესის საშუალებით გახდება უმცროსი ჯენერი ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ქალი, რომელიც მილიარდელი გახდება.

ამ დამსახურებების გამო, კაილი ჯენერი ჟურნალი Forbes-ის გარეკანზე მოხვდა.


ფოტო: Forbes.com

კაილი ჯენერს ჯერ კიდევ არ აქვს უფლება ლეგალურად შეიძინოს ალკოჰოლური სასმელები, თუმცა მისი ბიუჯეტი კარდაშიანების ოჯახის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, კიმ კარდაშიანის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად აღემეტება - კიმი 350 მილიონი ამერიკული დოლარის მფლობელია.

კომენტარები