კაილი ჯენერი

FORBES-მა კაილი ჯენერი მილიარდერების სიიდან ამოიღო

Forbes

ჟურნალმა Forbes-მა რეალითი შოუს მონაწილე და კოსმეტიკური კომპანიის მფლობელი, კაილი ჯენერი, მილიარდერთა სიიდან ამოიღო.

ჟურნალი ჯენერსა და მის ოჯახს ქონების ოდენობის შესახებ ტყუილში ადანაშაულებს.

2019 წელს, Forbes-მა დაწერა, რომ კაილი ჯენერი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც მილიარდერი თვითონ გახდა. ჟურნალი წერდა, რომ ამ სიაში მოხვედრა მისი კომპანიის "Kylie Cosmetics"-ის წარმატებას უკავშირდებოდა.

Forbes ასევე ამბობს, რომ მათ კაილი ჯენერის ქონების შესახებ მონაცემები ოჯახის ბუღალტერმა მიაწოდა, სადაც ჩანდა, რომ მისმა კომპანიამ 2016 წელს 300 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, ხოლო 2017 წელს 330 მილიონ დოლარზე მეტი.

გასულ წელს, კაილი ჯენერმა "Kylie Cosmetics"-ის 51% კონგლომერატ "Coty"-ის 600 მილიონ დოლარად მიყიდა. კონგლომერატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანია უფრო ნაკლებად მომგებიანია, ვიდრე ამას კაილი ჯენერის ოჯახი ამბობდა.

გაირკვა, რომ "Kylie Cosmetics"-ის მოგება 2018 წელს 125 მილიონი დოლარი იყო.

"თუ Kylie Cosmetics-მა 2018 წელს 125 მილიონი დოლარი გააკეთა, რანაირად ექნებოდა კომპანიას 2016 წელს 307 მილიონი დოლარი, ან 2017 წელს 330 მილიონი დოლარი?", - წერს Forbes.

ამ ფაქტებს ტვიტერზე გამოეხმაურა კაილი ჯენერი. მისი თქმით, ახლა არ არის იმის განხილვის დრო, რამდენი ფული აქვს მას.

"არასდროს მომითხოვია სტატუსი, ან მიცდია ან მომიტყუებია მისი მოპოვებისთვის", - დაწერა მან.

"შემიძლია სია ჩამოვწერო, სადაც 100 უფრო მნიშვნელოვან რამეს დავასახელებ, ვიდრე იმის განხილვაა, რამდენი ფული მაქვს მე", - დაამატა შემდეგ.

კომენტარები