მკვლელობა ხადას ხეობაში

პრემიერი სმიტების მკვლელობაზე: დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს

საქართველოს პარლამენტი

"დარწმუნებული ვარ, დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს მართლმსაჯულებისა და საზოგადოების წინაშე." - პრემიერი ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. პრემიერმა მომხდარს შემზარავი ფაქტი უწოდა და ოჯახის ახლობლებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

„სმიტების ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და აკეთებდა უამრავ კარგ საქმეს ჩვენი საზოგადოებისთვის გახდა შემზარავი სისასტიკის მსხვერპლი. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება ამ შემზარავი ფაქტის გამო და მივუსამძიმრო სმიტების ოჯახის ახლობლებსა და მეგობრებს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

4 ივლისს ხადას ხეობაში სამი ადამიანი დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, მამა და მცირეწლოვანი ბავშვი მოკლულები არიან, ქალი კი გაქცევისას ხრამში გადავარდა. 

მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაურია, რომელის დაკავებულია და წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდეს. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის, მათ შორის დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა ედება. 

 

 

კომენტარები