მთავარი პროკურორობის კანდიდატი

წულუკიანი: საპროკურორო საბჭოს სხდომა იყო გახსნილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი

თეა წულუკიანი
Reuters

იუსტიციის მინისტრისა და საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის თეა წულუკიანის თქმით, საპროკურორო საბჭოს სხდომა იყო გახსნილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. 

ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ დღეს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან, საბჭომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა, რომ კანდიდატების მოსმენა მედიისთვის გახნილი ყოფილიყო. სწორედ ამის შემდეგ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა შალვა შავგულიძემ. 

"საპროკურორო საბჭომ დღეს ყველას დაანახა, რომ ის არის ერთსულოვანი, იმაში, რომ მათი მოსაწონი კანდიდატი არის შალვა თადუმაძე. სხდომა იყო გახსნილი, სხდომა არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და გამჭვირვალე, ჩვენ ცოტა ღიაობასთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენები შევიქმენით ყველამ, მათ შორის მედიამ. ის, რომ საბჭოს ყველა წევრი სურვილის შემთხვევაში, მათ შორის მეც, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში დეტალურად ვხსნი თუ რა მოხდა, თქვენს ყველა კითხვას ვცემთ პასუხს, რომ სულ რამდნეიმე ხანში ორივე კანდიდატთან გასაუბრება სრულად აიტვირთება საპროკურორო საბჭოს ვებ-გვერდზე და საჭიროა ამ გასაუბრებებს ადამიანი მხოლოდ დაუჯდეს და მოისმინოს, ნიშნავს იმას რომ საბჭო არის გახსნილი. მაგრამ ის რომ, გასაუბრებებზე კანდიატებსა და წევრებს შორის, იყო ე.წ ლაივი, ეს არ არის ის სტანდარტი რომელიც სამუშაო პროცესს შეეფერება და მე ამას მხარი არ დავუჭირე. არც საბჭოს წევრებმა დაუჭირეს მხარი. საბჭო იყო ღია, ჟურნალისტებს ჰქონდათ საშულება გადაეღოთ ხმის მიცემის და ნეკჭისყრის პროცესი. კითხვის ნიშნები არ შეიძლება არსებობდეს ეს არის ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი." - ამბობს წულუკიანი. 

საპროკურორო საბჭომ დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძე აირჩია. მის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი მთავრობას გადაუგზავნის, რის შემდეგაც ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძე გადადგა.  შოთაძის გადადგომა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სრალიძის აქციებს მოყვა. სარალიძე მაღალჩინოსნებს მისი შვილის მკვლელების მფარველობაშია დანაშაულებდა და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვდა. 

 

კომენტარები