თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს მოხდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყებაში დამატებით დეტალებზე განცხადებას არ აკეთებენ. უცნობია რა რაოდენობის თანხაა წაღებული.