სამთავრობო ცვლილებები

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა

parliament.ge

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. პაკეტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნათია მიქელაძის თქმით, "კანონპროექტის მიზანია ცვლილებების განხორციელება, რომელიც არსებულ გამოწვევებს უკეთ უპასუხებს და ქვეყნის უმთავრეს მიზანს - მოსახლეობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და ქვეყნის სწრაფ განვითარებას მოემსახურება".

საქართველოს პარლამენტს ორი სამინისტროს დასახელება ახალი რედაქციით წარედგინა. სახელწოდება - "განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ შეიცვლება სახელწოდებით - "განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“.

ასევე, სახელწოდება - "ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროს“ სახელწოდება შეიცვლება სახელწოდებით - "ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“.

ცვლილებების შედეგად, საქართველოს 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი ექნება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი 15 ივლისს განიხილავს.

კომენტარები