ხვალ, 5 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
მთაწმინდის რაიონი
01 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოლო აღმართის, ოქროყანის აღმართის, წავკისის, ამაღლების და ავთანდილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





