კრემლი

პესკოვი: ტრამპის და პუტინის სამიტზე ყირიმის საკითხის განხილვა არ იგეგმება

დმიტრი პესკოვი
Reuters

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით ჰელსინკიში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე ყირიმის საკითხს არ განიხილავენ.

პესკოვმა თქვა, რომ ყირიმი რუსეთის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად ამ სამიტზე განსახილველ საგანს არ წარმოადგენს. მისივიე თქმით პუტინი მზადაა ყველა სხვა თემაზე განხილვისა და კომპრომისებისათვის.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილ სამიტზე გააკეთებულ კომენტარში თქვა, რომ პუტინთან უკრაინის, ყირიმის, სირიისა და არჩევნებში ჩარევის საკითხებზე ისაუბრებს.

"მასთან ყველაფერზე ვისაუბრებ. ვისაუბრებთ უკრაინაზე, სირიაზე, არჩევნებზე. ჩვენ არ გვსურს, რომ ვინმე ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში." თქვა მან.

ჟურნალისტების შეკითხვაზე მზად არის თუ არა აშშ ცნოს რუსეთის პრეტენზია 2014 წელს ანქესირებული ყირიმის ტერიტორიაზე ტრამპმა თქვა: "მოგვიწევს დავიცადოთ და ვნახოთ."

შეგახსენებთ, რომ წარსულში დონალდ ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ ყირიმის ანექსია "ბარაკ ობამამ დაუშვა."

დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 16 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში იგეგმება.

კომენტარები