კრემლი

პუტინი საქართველოს მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავს ულოცავს

ვლადიმირ პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებს, მათთან ერთად საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი მიულოცა.

კრემლის პრეს-სამსახურის ცნობის თანახმად, რუსეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა თავისი მისალოცი გზავნილის ადრესატებად ერთის მხრივ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები აირჩია, მეორე მხრივ კი საქართველოს მოქალაქეები.

"ამ მხრივ საქართველო გამონაკლისია, პუტინმა არ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას , მან ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა.“-აღნიშნულია სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

"რა დროც არ უნდა გავიდეს დიდი სამამულო ომის დასრულებიდან, 9 მაისი სამუდამოდ დარჩება საერთო სიამაყის და ხსოვნის დღედ რუსი და ქართველი ხალხებისთვის. ჰიტლერელი დამპრობლის წინააღმხდეგ მხარდამხარ ბრძოლით ჩვენმა მამებმა და პაპებმა მოიპოვეს თავისუფლება და მშვიდობა შთამომავლობისთვის. ჩვენ ყოველთვის მივაგებთ პატივს მათ თავდადებას, დავიცავთ სიმართლეს ამ ომზე და წინ აღვუდგებით ისტორიის გადაწერის ყოველგვარ მცდელობას.“- ნათქვამია საქართველოს მოქალაქეებისადმი ვლადიმირ პუტინის მიმართვაში.

 

კომენტარები