ეროვნული გამოცდები

ჩხენკელი: ამ კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი იქნება აღჭურვილი კონდიციონერით

ამ კვირის ბოლომდე ყველა ცენტრი იქნება აღჭურვილი კონდიციონერებით. კონდიციონერებს ველოდებით უცხოეთიდან და კვირის ბოლომდე დამონტაჟდება ყველა საგამოცდო ცენტრში. წელს პირველი წელია, როდესაც კონდიცირებით აღჭურვა ხდება საგამოცდო ცენტრების. ეს საკითხი ჩვენ დავძარით. მთავარი გამოწვევა არის, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია, არსებული ელექტროქსელი ვერ უძლებს კონდიციონერის დატვირთვას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გარედან შეგვეყვანა სპეციალური კაბელი, რომელიც უძლებს კონდიციონერების სისტემას. ზოგადად, გამოსაცვლელია ელექტროქსელი ყველა სკოლაში და ეს აუცილებლად მოხდება მომავალი წლისთვის

ინტერპრესნიუსის ცნობით, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

კომენტარები