რუსეთი

რუსეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმას ათასობით ადამიანი აპროტესტებს

TASS

რუსეთის ქალაქებში ათასობით ადამიანი საპენსიო რეფორმას აპროტესტებს. ოპოზიციური ძალების მიერ ორგანიზებულ გამოსვლებზე ათობით ქალაქში 3,000-მდე ადამიანი გამოვიდა.

რეგულაციების გამო ოპოზიციას აქციების ჩატარების უფლება არ დართეს იმ ქალაქებში, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს მასპინძლობს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპენსიო რეფორმა გასულ თვეს დააანონსეს. რეფორმა მამაკაცებისათვის საპენსიო ასაკს 60-დან 65 წლამდე აწევს, ხოლო ქალებისათვის 55-დან 63 წლამდე. ცვლილება ეტაპობრივად მოხდება, კაცებისთვის ასაკის ზრდა 2028 წელს, ხოლო ქალებისთვის კი 2034 წელს დასრულდება.

რეფორმის პროექტი პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა წარადგინა. დიმიტრი მედვედევის თქმით, საპენსიო ასაკის გაზრდა ქვეყანას საშუალებას მისცემს მთავრობას, თანხები პენსიის გაზრდაზე მიმართოს.

კომენტარები