განათლება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი განრიგი

facebook.com/www.naec.ge

უახლოეს დღეებში მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა. ცვლილება ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ზოგადი უნარების გამოცდის შეეხება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი განრიგი ასეთია:

ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისთვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე (სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე).

5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით. ანუ, თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 08:00 საათზე, იგი ზოგადი უნარების გამოცდას 7 ივლისს, 08:00 საათზე ჩააბარებს (სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე, გამოცდა - 09:00 საათზე), ხოლო თუ აბიტურიენტი განაწილებული იყო 5 ივლისს 14:00 საათზე, იგი გამოცდას ჩააბარებს 7 ივლისს 14:00 საათზე (სესიისთვის რეგისტრაცია დაიწყება 14:00 საათზე, გამოცდა 15:00 საათზე).

რაც შეეხება 6 ივლისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დღეს გამოცდები უცვლელად ჩატარდება.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად გამოცდების განრიგში განხორციელებული ცვლილებებისა, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს, რომელშიც მითითებული იქნება ძველი თარიღ(ებ)ი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, რომ გამოცდების განრიგი აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინების გამო შეიცვალა.


ფოტო: naec.ge
შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ეროვნული გამოცდების განრიგი შეცვალეს. განათლების მინისტრის მოადგილის თუ ამინდის პროგნოზი 4 ივლისის შემდეგაც შეიცვლება, შესაძლოა, სხვა დღეების გრაფიკის "მოდიფიცირებაც მოხდეს".

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის 28 ივნისის განცხადების მიხედვით, კონდიცირება საპილოტე რეჟიმში მხოლოდ ერთ, რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება.

მიმინოშვილის ამ განცხადებასუკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც, 29 ივნისს, საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ "ეს გარემოება არის ძალიან ცუდი" და განათლების სამინისტროს საკითხისუმოკლეს ვადებში მოგვარება დაავალა. ამის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ თქვა, რომ საგამოცდო სექტორების აღჭურვა ორშაბათიდან დაიწყება. მისი ინფორმაციით, სულ 800 საგამოცდო ოთახია და მათი აღჭურვა პერმანენტულად მოხდება.

კომენტარები