ძალიან მაწუხებს ეს პერიოდი, გამოცდების წინა დღეები, ის აჟიოტაჟი, რაც სამწუხაროდ შეიქმნა. ყველა გამოცდა ემოციებთან და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული და პირველ რიგში, აბიტურიენტებს არ აქვთ სხვა თემებზე ნერვიულობის დრო და რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებულები, რათა ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც საჭიროა. არ არის კარგი, როცა მოლოდინს ვუჩენთ აბიტურიენტებს, რომ საგამოცდო ცენტრებში თითქოსდა რაღაცა გაუსაძლისი პირობები ხვდებათ. ეს ასე ნამდვილად არ არის. მეორეს მხრივ, ბუნებრივია, ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით, ყველა საგამოცდო ცენტრი სათანადოდ აღჭურვილი რომ იყოს და მათ შორის გაგრილების სისტემაც იყოს. ძალიან მიხარია პრემიერის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სასწრაფო რეჟიმში უნდა აღიჭურვოს გარკვეული სახის გაგრილების სისტემით მაინც ყველა საგამოცდო ცენტრი და ეს ძალიან ინტენსიურად ხორციელდება - განათლების სამინისტრო ცდილობს ყველა საგამოცდო ცენტრში გარკვეული სახის გაგრილების სისტემა შეიტანოს.
განათლება
მიმინოშვილი: ძალიან მაწუხებს ეს აჟიოტაჟი, აბიტურიენტებს სხვა თემებზე ნერვიულობის დრო არ აქვთ
tbl.ge/3078
დაკოპირდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ეს განცხადება დღეს გააკეთა, როცა მოქალაქეებს Facebook ლაივის მეშვეობით მიმართა.
განათლებამაია მიმინოშვილიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიერთიანი ეროვნული გამოცდებიერთიანი ეროვნული გამოცდები 2018
ამავე თემაზე
- გასულ სასწავლო წელს საქართველოში სწავლა 7 050-მა მოსწავლემ შეწყვიტა
- ჩხენკელი: განვიხილავთ, უნივერსიტეტმა მიღებისას გაითვალისწინოს სკოლის ნიშანი, რეკომენდაცია
- ჩხენკელი: სექტემბერში სწავლა აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში განახლდება
- განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ვებსკოლას იწყებს
- მოქალაქეებს lit.ge-ზე განთავსებულ 2 093 ელექტრონულ წიგნზე უფასო წვდომა ექნებათ