სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

სარალიძეების ადვოკატი: საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს ვეთანხმებით

ძირითადად არის დასმული ის საკითხები, რომელიც გამოძიებას უკვე უნდა გაეკეთებინა. ის რეკომენდაციები, რაც წარმოგვიდგინეს პროექტის სახით, უკვე შესრულებული უნდა ყოფილიყო და ამაზე მსჯელობა არ უნდა დაწყებულიყო. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაზე ვთანხმდებით და საქმის მტკიცებულებები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავეთანხმოთ ამ რეკომენდაციებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს გამოძიება

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აფასებს. კომისიას ამ დროისთვის ორი რეკომენდაცია აქვს შემუშავებული - კონფლიქტში მონაწილე მ.კ.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო ამავე კონფლიქტში მონაწილე გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება.

კომენტარები