ამინდის პროგნოზი

"შესაძლოა, ტემპერატურამ +43 გრადუსს მიაღწიოს" - გარემოს სააგენტოს პროგნოზი 4 ივლისამდე

www.theweathernetwork.com

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 4 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, +40, +43 გრადუსს მიაღწიოს.

დასავლეთ საქართველოში კი, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი ფარგლებშია მოსალოდნელი. 

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.

კომენტარები