განათლება

ბახტაძე: გამოცდებზე გაგრილების არარსებობა არის ძალიან ცუდი

საქართველოს პარლამენტი

"ეს გარემოება არის ძალიან ცუდი. მე ასე შევაფასებდი. დღეს მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე ვისაუბრებთ, როგორ მოვაგვაროთ ის უმოკლეს ვადებში. რა თქმა უნდა ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც ალბათ უკეთესად შეიძლებოდა. გავერკვევი დეტალებში თუ რატომ მოხდა ეს, რატომ დადგა ეს გარემოება, რომელიც არის ძალიან ცუდი,"- მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე თქვა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, გაგრილების სისტემა საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს. სამინისტროს განცხადებით, საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის არარსებობა მუდმივად პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, საკითხი ეტაპობრივად მოგვარებულიყო. 

"შესაბამისად, გაგრილების სისტემა წელს საპილოტე რეჟიმში დამონტაჟდა იმ საგამოცდო ცენტრში, რომელიც განსაკუთრებით მზიან მხარეს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი ცენტრების აღჭურვა, რომელიც სოლიდურ ბიუჯეტს საჭიროებს, მხოლოდ და მხოლოდ პილოტირების შემდეგ განხორციელდება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს ყველა საგამოცდო ცენტრში შესაბამისად მოწესრიგდა და გარემონტდა სველი წერტილებიც“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები