კაპანაძე: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მეტი დამატებითი კითხვა გაჩნდა

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით რჩება პასუხგაუცემელი. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ საქმეში მეტი დამატებითი კითხვა გაჩნდა. ჩვენ გავაგრძელებთ საჯარო შეხვედრებს და ეს იქნება გაცილებით ვიწრო ფორმატში. ასევე შეხვედრები გვექნება სრულწლოვან თვითმხილველებთანაც. კომისიის სრულ ფორმატში შეხვედრა შაბათს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან გაიმართება. ამის შემდეგ კომისიის წევრები დეტექტივების კონკრეტული ჯგუფის უფროსს გამოვკითხავთ

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე.

კომენტარები