ჩხუბი ისანში

შსს-მ ნენე დალაქიშვილის მიმართ მუქარებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შს სამინისტრომ უცხოელების ცემის შემსწრე თვითმხილველის, ნენე დალაქიშვილის მიმართ, სოციალურ ქსელში მიღებულ მუქარებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მას შემდეგ რაც დალაქიშვილი საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებს შორის მომხდარი ჩხუბის თვითმხილველი გახდა და პატრული გამოიძახა, მისი თქმით, facebook-ში შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ შეტყობინებებს იღებს.

თვითმხილველი ამბობს, რომ სამართალდამცავების გამოძახების შემდეგ მას ჯერ პატრულის გამოძახების გამო უბნის ბიჭები დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში გაგრძელდა.

მუქარის შემცველმა კომენტარებმა მას მერე იმატა, რაც ქართული არხმა მოამზადა ვიდეორგოლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ნენე დალაქიშვილმა ჩხუბის შესახებ იცრუა და ქართველები უსამართლოდ დაადანაშაულა. ვიდეორგოლს, რომელშიც სათვალთვალო კამერიდან ამოღებული კადრებია მოტანილი 100 000-მდე ნახვა აქვს. ვიდეორგოლი ქართული მარშის facebook გვერდზე გავრცელდა. მისი ერთ-ერთი გამავრცელებელი ბექა ვარდოსანიძეცაა, რომელიც, დალაქიშვილის მტკიცებით, მის მიმართ მუქარის შემცველი კომენტარების ერთ-ერთი ავტორია.

ჩხუბის შესაძლო მონაწილე, ირაკლი მილაძე ჟურნალ ასავალ დასავალში ქსენოფობიური სტატიების ავტორია.

ნენე დალაქიშვილი ამბობს, რომ თავს დაუცველად გრძნობს, რადგან, მისი თქმით, კომენტარებისა და შეტყობინებების ავტორებმა მისი მისამართი იციან.

კომენტარები