აშშ-დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტს, მისი გამოსახულებიანი საჰაერო ბუშტით გააპროტესტებენ

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის მოწინააღმდეგეებმა აქცია დაგეგმეს.

კერძოდ, ისინი 13 ივლისს, ლონდონის თავზე საჰაერო ბურთის გაშვებას აპირებენ, რომელსაც ჩილის ფორმა და გაბრაზებული ტრამპის სახე აქვს.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპს სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია, თუმცა მისი „ეგო“ საკმაოდ მყიფეა.

„ჩვენ გვინდა, ტრამპმა იცოდეს, რომ ლონდონში მისი ვიზიტის დროს ჩვენ მას დავცინებთ“,- განაცხადეს აქტივისტებმა Daily Mail-თან საუბარში.

აქციის ორგანიზატორები ნებართვის აღებას ცდილობენ. მათ 5900 ხელმოწერა უკვე შეაგროვეს.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის ოფიციალური  ვიზიტი დიდ ბრიტანეთში,  13 ივლისსაა დაგეგმილი. ტრამპი დედოფალ ელისაბედ მეორეს შეხვდება.

ასევე, გავრცელებული ცნობით, იგეგმება შეხვედრა პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთანაც

2017 წლის მაისში, ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში მიიწვია, თუმცა ამის შემდეგ ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ პეტიციას ორმა მილიონმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი.  მაშინ პროტესტი აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკამ გამოიწვია.

კომენტარები