თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 27 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, დავითაშვილის და შანშიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების და სამგორი-I დასახლების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის, ანდრონიკაშვილის, ჭრებალოს, ულიანოვის, ბიჭვინთის, რევოლუციის, ალექსანდრე მანაგაძის, ჩიქვანაიას, ზაჰესის და სკოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქობავას, ჯავახიშვილის, ტურგენევის და საბჭოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, მუხრან მაჭავარიანის, შმიდტის, საირმის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის III მიკრორაიონის, კაპანელის, ნუცუბიძის, ჭილაიას, ბუდაპეშტის, მარუშიძის, ვაზისუბნის, ლვოვის, ალასანიას, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ალმასიანის, ზემო ვეძისის, ცხინვალის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, გამყრელიძის, ბერიტაშვილის, ინტენსიფიკაციის, ლევანდოვსკის, მეგრელიძის და ვახტანგ ჩიქოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ჩაჩავას და ნოდარ ბოხუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, სამგორის ჩიხის, ნადარეიშვილის, ჩაჩუას, ჯავახეთის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, ოსიპ მანდელშტამის, ნოე რამიშვილის, ლაღიძის, ვარკეთილის, ზაქარია მხარგრძელის, ხვედელიანის, შანდორ პეტეფის, ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის, მარნეულის გზატკეცილის, ჟორდანიას, ლომინაძის, ღოღობერიძის და სურგულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, პუშკინის და ვაჩნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები