ამაღამ, თბილისის სამ რაონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
02 საათიდან 05 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, პურის მოედნის, კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, გორგასლის, შავნაბადის, ლეონიძის, გუდიაშვილის, ამაღლების, თაბუკაშვილის, ბეთლემის, საადის, საიათნოვას, შუშინის, მირზაშაფის, ბოტანიკის, ახუნდოვის, აბანოს, ირგვლივის, სამღებროს, ტყავის, კოტე აფხაზის, გომის, ჯვარედინის, ხანძთელის, თუმანიანი, თონეთის, აბო თბილელის, ერეკლე მეორის, სიონის, ასკანის, იერუსალიმის, ეფრემ მცირეს, გრიშაშვილის, შარდენის, ინგოროყვას, სულხან-საბას, 9 აპრილის, წავკისის, ავთანდილის, ბოლო აღმართის, დავითაშვილის, ლერმონტოვის, შინდისის, იაშვილის, სავანელის, მესხის, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ბერიძის, შხეფის, სავანელის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, პუშკინის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, ქიქოძის, ივერიის, ყავლაშვილის, ანტონ კათალიკოსის, სულთნიშნის, ასათიანის, გულიას, მტკვრის, ვეკუას, ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, აბესაძის, ათონელის, გოგჩას, სანაპიროს, ორბელიანის, ტელეგრაფის, სულხანიშვილის, ხიდის, კომკავშირის, კრავეიშვილის, შალვა დადიანის, კალანდაძის, მთაწმინდის, ოქროყანის, ყიფიანის, კოტეტიშვილის, არსენას, აჯიაშვილის, გრიბოედოვის, ფირდოუსის, ზდანევიჩების, ვერცხლის, ავლევის, ნიშნიანიძის, მუსხელიშვილის, ზიჩის, აბესაძის და ახოსპირელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
02 საათიდან 05 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, კოჯორის, დიდების, ბეთანიის, კვესეთის, ტაბახმელის, წავკისის და შინდისის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





