ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 25-28 ივნისს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსი იქნება. 27 ივნისს კი, ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

28 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა +35, +40 გრადუსამდე მოიმატოს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +33, +38 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში, 25-26 ივნისს, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 27-28 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები