ქურდობა

კახეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვისთვის ოთხი პირი დააკავეს

police.ge

კახეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვისთვის ოთხი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 23 ივნისს თელავის რაიონის სოფელ იყალთოში ხსენებული აპარატი გაქურდეს და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა რამდენიმე წუთში სამართალდამცავებმა დააკავეს.

პოლიციამ მოპარული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღები - სხვადასხვა სახის ხელსაწყოები, ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დაკავებულებს 20 ივნისს ლაგოდეხის რაიონში მომხდარ ანალოგიურ დანაშაულსაც ედავება.

ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები