უაქციზო სიგარეტი

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა და 3 პირი დააკავა.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ სამ შემთხვევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულები შემდგომი რეალიზების მიზნით სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში, 4 360 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. მეოთხე ფაქტი კი ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა, სადაც ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული უაქციზო სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება ჯამში 18 000 ლარს აღემატება." -წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები