ხვალ, 22 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, რობაქიძის, კარალეთის, ცაბაძის, სამტრედიის, აგლაძის, სტანისლავსკის, გუდაუთის და ელიავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების და სოფელი გლდანის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას V ქუჩის, ჭედიას და კობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დელისის III ქუჩის, დელისის, ნუცუბიძის, ჯებაშვილის, ნადარეიშვილის და სიხარულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, სარაჯიშვილის და გელოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის და ტყვიავის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, ლერმონტოვის და მაჩაბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, სამგორის (ნაწილობრივ), პეტეფის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





