ტურიზმი

საპარტნიორო ფონდმა ყაზახური მხარისგან ლიკანის სასტუმროს 100%-იანი წილი გამოისყიდა

rixos

საპარტნიორო ფონდი კომპანია "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" 100% აქციების მფლობელი გახდა, შედეგად სასტუმრო ლიკანის წილები სრულად ქართულ მხარეს გადმოეცა. შეთანხმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი საპარტნიორო ფონდსა და ყაზახურ კომპანია ყაზმუნაიგაზ-სერვისს შორის სასტუმრო ბორჯომი ლიკანში გაფორმდა.

„სასიხარულოა, რომ სასტუმრო "ბორჯომი ლიკანის" აქციების 100%-ი ქართული მხარის მფლობელობაში გადმოვიდა. ეს არის წარმტებული კომერციული კონტრაქტი. პრინციპული შეთანხმება სასტუმროს აქციების შესყიდვის შესახებ ასტანაში ქართული მხარის ოფიციალური ვიზიტის დროს გავაფორმეთ. დღეს კი ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების ფორმალურ დეტალებს ითვალისწინებს,"- განაცხადა დავით საგანელიძემ.

ყაზმუნაიგაზ-სერვისს ლიკანის ტერიტორიის ნაწილი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პირობით 2006 წელს გადაეცა. ყაზახური კომპანიის მხრიდან გაჩერებული საინვესტიციო პროექტი საპარტნიორო ფონდის თანადაფინანსების შემდეგ განხორციელდა. 

სასტუმროს ყოფილმა ოპერატორმა Rixos-მა ლიკანი 13 აპრილს დატოვა. ქართული მხარე სასტუმროსთვის ახალი ბრენდული ოპერატორის მოძებნას გეგმავს. 

კომენტარები