შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში სუპერმარკეტის დაყაჩაღების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. სამართალდამცავებმა თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, „ბერეტას“ სისტემის აირის პისტოლეტის მუქარით, ერთერთი სუპერმარკეტის მოლარისთვის თანხის წართმევას ცდილობდა, რაც ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულმა ასევე აღიარა მის მიერ 2 დღის წინ მუხიანში სადღეღამისო ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი, რა დროსაც სავაჭრო ობიექტიდან იმავე იარაღის მუქარით 200 ლარი გაიტაცა." - წერია გაცხადებაში.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს.





