ძალიან ხშირად ჩვენი ოპონენტები ქილიკობენ იმაზე, რომ ის, რაც თქვა ჩვენი პარტიის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩვენ გასაოცარ დემოკრატიას დავამყარებთ - ეს მართლაც ასე არის. ეს არ არის, ბატონებო და ქალბატონებო, საქილიკო, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლაც არის დემოკრატია იმ დონეზე, ისეთი მაღალი ხარისხით, როცა ჩვენ შეგვიძლია ეს თამამად და ღირსეულად ვამტკიცოთ. ბევრი მაჩვენებლით, დემოკრატიის კუთხით, ჩვენ ვართ ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის და ერთერთი ძალიან კარგი მაგალითი ამისა არის სწორედ სტრასბურგის სასამართლო, კერძოდ, ის ფაქტი, რომ საქართველოდან ძალიან შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში სარჩელების რიცხვი, და ჩვენ, ევროსაბჭოს 47 ქვეყნიდან, ვართ მე-12 ადგილზე წარდგენილი სარჩელების სიმცირით. ეს ძალიან დიდი მიღწევა არის და პირველი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენთან ადამიანის უფლებების დაცვა თვისობრივად მაღალ საფეხურზე არის და აქ ნამდვილად არაფერი გვაქვს სასაყვედურო.
tbl.ge/2zkj
დაკოპირდა

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ბიძინა ივაიშვილისა და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შესახებ პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




