მამუკა ბახტაძე

ბახტაძე რძის წარმოებისა და ფარმაცევტული ინდუსტრიის დღგ-სგან გათავისუფლებას გეგმავს

საქართველოს პარლამენტი

მამუკა ბახტაძის ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი რძისა და ფარმაცევტული ინდუსტრიების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებაა. ბახტაძის თქმით, ეს ქვეყანაში ამ ინდუსტრიის განვითარებას ხელს შეუწყობს. ბახტაძე ამბობს რომ ეს ნაბიჯი ფარმაცევტულ ინდუსტრიას იაფ იმპორტთან კონკურენციას გაუმარტივებს.

"ფარმაციის იმპორტიორები იხდიან უფრო ნაკლებ გადასახადს, ვიდრე ადგილობრივი მწარმოებლები. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად მიუღებელი, მით უმეტეს, რომელიც შეეხება ისეთ სენსიტიურ სექტორს, როგორიცაა ფარმაცია და წამლები. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემოთავაზება იქნება, რომ გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-ს გადასახადისგან და ამით შევუქმნათ მათ თანაბარი პირობები, რომ გასწიონ კონკურენცია და მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, კონკურენციაში შევიდნენ იმპორტირებულ საქონელთან,"- განაცხადა ბახტაძემ.

ფარმაცევტული ინდუსტრიის ზომა რძის ნაწარმის ბაზარზე დიდია. ის ერთ-ერთი მსხვილი საექსპორტო მიმართულებაცაა. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, მედიკამენტების ექსპორტმა $51.8 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია. რაც შეეხება რძის წარმოებას, საქსტატის მონაცემებით, ის ყოველწლიურად მცირდება. 2017 წელს საქართველოში რძის წარმოებამ 528 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. საქართველოში რძის პროდუქტების ინდუსტრიის თავისებურებაა ის რომ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი არაფორმალურ სექტორშია თავმოყრილი. მსხვილია ბაზარზე იმ ტიპის რძისა და მაწვნის წილი, რომლებიც არა ქარხნებში, არამედ ოჯახებშია დამზადებული. კარაქისა და არაჟნის ბაზარზე კი განსხვავებული ვითარებაა და მისი ძირითადი მიმწოდებლები ქარხნები არიან. 

ორივე შემთხვევაში ამ საგადასახადო შეღავათის დაწესების მთავარ მოტივაციად დასახელდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა. თუმცა, დღგ-სგან გათავისუფლება ასეთივე მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა ეკონომიკის სხვა სექტორებისთვისაც, მაგალითად ტურიზმისთვის ან  ეს კი სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა დარგის მიმართ არსებულ არათანაბარ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. 

კომენტარები