ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 21-23 ივნისს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 – 23 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 21 ივნისს შესაძლებებლია ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ხოლო 22 – 23 ივნისს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები