გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში "არახელსაყრელი ამინდის პირობები" შენარჩუნდება.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ დროგამოშვებით წვიმას ელჭექით, ზოგან ძლიერს, შესაძლებელია სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერება.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება და ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.





