გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივნისამდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი იქნება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურას, +30, +32 გრადუსის ფარგლებში ვარაუდობენ.





