კრიმინალი

სროლა ვაკეში - შსს-მ გამოძიება დაიწყო

flickr

ვაკეში სროლა იყო. ნეტგაზეთის ინფორმაციით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

უწყების ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

შსს-ს ცნობითვე, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზა დაადგენს თუ როგორ მოხდა გასროლა.

კომენტარები