სამტავრობო ცვლილებები

კობახიძე: ლოგიკურია ახალ პრემიერმინისტრს ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს

5 საათზე შეიკრიბება მმართველი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში და იქ იქნება მიღებული გადაწყვეტილება პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელების თაობაზე დღესვე, დარწმუნებული ვარ. კრიტერიუმებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ლოგიკურია ის მსჯელობა, რომ სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერმინისტრობის კანდიდატის დასახელება. ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ განსაკუთრებული ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს კანდიდატს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება პრემიერმინისტრობის კანდიდატის შესახებ მედიასთან გააკეთა.

კომენტარები