სამტავრობო ცვლილებები

კრამერი: კვირიკაშვილს ზურგისკენ ყურება და ივანიშვილისგან დასტურის მიღება უწევდა

კვირიკაშვილის გადადგომა დიდი სიურპრიზი არ არის. პირიქით, ამას უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ბევრი ფიქრობდა. 2015 წელს პრემიერის პოსტზე მოსვლისთანავე ის ძალზედ რთულ პოზიციაში აღმოჩნდა, რადგან ბიძინა ივანიშვილი იყო ის ვინც რეალურად იღებდა გადაწვეტილებებს. კვირიკაშვილი წესიერი ადამიანია, რომელმაც რაც შეეძლო გააკეთა საქართველოს წინსვლისთვის. თუმცა მას უწევდა ზურგსუკან ყურება და ივანიშვილის დასტურის მიღება. მსგავსი სიტუაცია დიდხანს ვერ გასტანდა. ივანიშვილი ან უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან და აიღოს პასუხისმგებლობა ან უკან უნდა დაიხიოს და აცადოს შემდეგ პრემიერ-მინისტრს საკუთარი მოვალეობის შესრულება. საქართველო ვერ გადაიტანს პოლიტიკური და სამთავრობო ინსტიტუტების პარალიზებას

ამერიკის ხმასთან ამბობს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და "მაკკეინის ინსიტუტის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი დევიდ კრამერი

კომენტარები