საპროტესტო აქცია

ზესტაფონის მოსახლეობა მერის გადადგომას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მოსახლეობის ნაწილი მერის გადადგომას ითხოვს. საინიციატივო ჯგუფმა მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

მოქალაქეები ზესტაფონის მერიასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ზესტაფონის მერი კახა მახათაძე უფლებამოსილებას არ ასრულებს. ქალაქში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, მათი თქმით, მერს სასამართლომ დაავალა ყოფილი თანამშრომლები სამსახურში დაებრუნებინა, თუმცა მან სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.

ზესტაფონის მერიაში, აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. როგორც ზესტაფონის მერის მოადგილე აცხადებს, ქალაქში და ზესტაფონის სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

მოქალაქეთა განმარტებით, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ყალბი დიპლომითაა დანიშნული. მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეების მხრიდან დაწერილია საჩივარი და საქმე ძიებაშია.

კომენტარები