თბილისის ქუჩები, რომლებსაც 8 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

თელასის ცნობით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 8 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის ცხრა რაიონს:

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, დავითაშვილის, ქიზიყის, ხვედელიანის, ქებურიას, ჭირნახულის და იუმაშევის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ახვლედიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, გრანელის, ბენაშვილის, ჩიტაიას, ჩიქობავას, ჩუბინაშვილის და მაზნიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის და ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაბაძის, ლებანიძის, ბორჯომის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, შეშელიძის, ხევძმარის და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სადგურის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის,  ლეხ კაჩინსკის და ბოჭორმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის და ანაპის ქუჩის მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მეტრო „ნაძალადევი“-ს  მიმდებარე  ტერიტორიის, ცოტნე დადიანის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სოფელი ლისის, ჯიქიას და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დელისი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და  გაბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ონიაშვილის, კანდელაკის, ზოვრეთის, ოდესის, ტაშკენტის და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომენტარები