ავტოსაგზაო შემთხვევა

საპატრულო პოლიციის მანქანა ქვეითს დაეჯახა

flickr

თბილისში, მოსკოვის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 

კომენტარები