დათო ოქიტაშვილი

ოქიტაშვილი: მემანქანეები იყვნენ მართულნი - საბოტაჟი საპროტესტო აქციებს დაამთხვიეს

მეტროსთან დაკავშირებით მე მოვითხოვ, რომ ეს იქნას გამოძიებული. ვინ იდგა ამ
ყველაფრის უკან? ეს ირაკლი პეტრიაშვილი იყო თუ სხვა, მე ვერ დავადებ ხელს
ადამიანს, იმიტომ რომ არ ვიცი… მემანქანეების გაფიცვაში ყველაზე სენსაციური იცით
რა იყო?

ეს ყველაფერი დაემთხვა ზუსტად იმ აქციებს, რომელიც პარლამენტთან
მიმდინარეობდა, ეს საქმე აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული, რათა გაირკვეს ამ
მემანქანეებს ვინ მართავდა. ერთ-ერთ მემანქანეს უკვე წამოსცდა, ეს ჩვენ არ გვინდოდა,
ჩვენ დაგვავალესო.

ისინი 10 ივნისს მაინც აქციას აანონსებენ, შესანიშნავად იციან, როგორ იმოქმედებს ეს აქციები ტურისტულ სეზონზე და ყველანაირად ცდილობენ ქვეყანა უკან დასწიონ. თუ ისინი განაახლებენ აქციებს, კვლავ განახლდება ახალგაზრდების აქცია ვაკის პარკში და მე ისევ ჩემი შვილის და მათი
მეგობრების გვერდით დავდგები. მე არ გახლავართ „ქართული ოცნების“ წევრი, მე მისი
მხარდამჭერი

ამბობს საართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული კულტურის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.

კომენტარები