ზუგდიდის მერია

ზუგდიდის მერიის თანამშრომელი რუსეთის გერბის გამოსახულებიანი მაისურით პოზირებს

გურამ (ცაცა) შელია

ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა გურამ შელიამ facebook-ზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მას აცვია მაისური, რუსეთის ფედერაციის გერბის გამოსახულებით.

მერიის პრესსამსახურმა ტაბულას დაუდასტურა, რომ შელია მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ააიპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრში მუშაობს.

livepress-სთან საუბრისას გურამ შელია მაისურის ჩაცმას ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირებს. მისი თქმით რუსეთის ნაკრებს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან გულშემატკივრობს. 

კომენტარები