ზუგდიდის მერია

ია ანთაძე: ადამიანობა დაბრუნდა ხელისუფლებაში და ამას საკუთარი თვალით ვხედავ

აი, ის შესანიშნავი წუთი, როდესაც ზუგდიდის მერმა, ბატონმა ირაკლი გოგოხიამ ხელი მოაწერა ბრძანებას მისი სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნების შესახებ. ადრეც დავწერე, რომ არჩეული მერები ჩვენი ქვეყნის განძია. დღეს ბატონი ირაკლი ორი საათის განმავლობაში უხსნიდა ახალგაზრდებს, რა გააკეთა და რას აპირებს მომავალში იმისთვის, რომ ზუგდიდი ბევრად უკეთესი ქალაქი გახდეს. უფროსებს რომ დაგვემშვიდობა, ახალგაზრდების გარემოცვაში კიდევ კარგა ხანს იდგა კართან და ჩვენ შორიდან ვადევნებდით თვალს მათ თბილ სახეებს. უკვე მერამდენედ შეხვდნენ ერთმანეთს! ადამიანობა დაბრუნდა ხელისუფლებაში და ამას საკუთარი თვალით ვხედავ. სხვისთვის არ ვიცი და, ჩემთვის ადამიანობა საუკეთესო საფუძველია საქმის წარმატებისთვის.

წერს ია ანთაძე facebook-ში.

კომენტარები