გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-5 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსი იქნება.
6-7 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +28, + 33 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში, 4-5 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 6-7 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4-5 ივნისს +26, +28, ხოლო
6-7 ივნისს +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი.





