სასამართლომ მამის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა,
"დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა ა.ხ–მ მამამისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში ხელი გაარტყა და მაკრატლით ზურგის არეში მიაყენა დაზიანება. ა.ხ–ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ა.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა" - აცხადებს პროკურატურა.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ა.ხ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ძალადობა
პირს, რომელმაც მამას მაკრატლით მიაყენა დაზიანება, 2 წლით და 1 თვით პატიმრობა მიესაჯა

ShutterStock




