კვირას დაგეგმილი აქცია

ბობოხიძე: ორგანიზატორი გაირკვევა, გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა აქციაში მონაწილეობას

რუსთავი 2

ოპოზიცია კვირას დაგეგმილი აქციისთვის ემზადება. ეს დიდი პოლიტიკური მიტინგი იქნება, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად. აქციის დეტალებზე მსჯელობა ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარეობს. მას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან, თუმცა შეხვედრა დატოვა ევროპული საქართველოს წევრმა, აკაკი ბობოხიძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია იცოდნენ, ვინ იქნება აქციების ორგანიზატორი და გადაწყვეტილებას მაში მონაწილეობის შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ.  

"როგორც კი გაირკვევა, რომელი პოლიტიკური გაერთიანება არის ორგანიზატორი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მასში მონაწილეობის შესახებ. თუ ენმ-ის ისეთი ნაწილი იქნება ორგანიზატორი, რომელიც მიუღებელია ჩვენთვის და ის ნაწილი დატოვებს მიტინგებს, ვინც მისაღებია, ასეთ შემთხვევაში [...]

ძალიან მნიშვნელოვანია, მკვეთრად და მკაფიოდ გამოიკვეთოს მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირი. იმისთვის, რომ მე ადამიანებს მოვუწოდო აქციაში მონაწილეობისკენ, უნდა გამოიკვეთოს მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირი, ვისი პასუხისმგებლობის ქვეშ მომყავს ჩემი თანამებრძოლები. 

არ ვართ ორგანიზატორებში, უბრალოდ არ მაქვს უფლება ვესწრებოდე. როგორც კი ჩამოყალიბდება, დავუბრუნდებით შეხვედრებს. დავტოვეთ იმიტომ, რომ ახლა წყდება და არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმაში, არ არის ჩვენი საქმე", - თქვა აკაკი ბობოხიძემ. 

კომენტარები