ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - დაღუპულია ერთი ადამიანი

flickr

თვითმხილველების ინფორმაციით, ატომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.შემთხვევის დროს მანქანაში ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე დაშავებულს კი ამ წუთებში სამედიცინო გამოკველვა უტარდება. მედიკოსების თქმით, დაშავებულის მდგომაროება მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარები