ხორავას ქუჩის საქმე

ვაშაძე: სარალიძესთან და მაჩალიკაშვილთან ერთად ვაპირებთ პრემიერთან შეხვედრას

ტაბულა

ახალი საქართველოს ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, "ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ვაპირებთ პრემიერმინისტრთან შეხვედრას". ვაშაძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00-ზე მივლენ.

"გიორგი კვირიკაშვილმა და ქართულმა ოცნებამ უნდა გაიგონ ერთი რამ - მათი მხრიდან ულტიმატუმების დაყენების დრო დასრულდა. გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოაშკარავება მათი ბინძური სახის. კონტრაქციებით მათი სახე აჩვენეს. პოლიტიკურ პარტიებს გვექნება შეხვედრა. გამოვყოფთ იმ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან ამ საერთო შეხვედრაზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან მივალთ ერთად“, - თქვა ვაშაძემ. 

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ "პრემიერმინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს".

კომენტარები