დღეს, 4 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, დობორჯგენიძის, რაზიკაშვილის, ენუქიძის, გუმათჰესის, მშვიდობის, თვალჭრელიძის, სანაძის, ფაღავას, ქიზიყის, ერმაკოვის, ფრისის და ბერიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, კოსტავას, ნიშნიანიძის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თორნიკე ერისთავის (ნაწილობრივ) და მირცხულავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურმიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სადმელის, გამყრელიძის, სამოცდამეშვიდე, სამოცდამეცამეტე, კაკაბაძის, მაღალაშვილის, ამირანაშვილის და ველისციხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის და დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ცინცაძის, საირმის, ბურძგლას, მინდელის (ნაწილობრივ) და ფერმწერთა (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის (ნაწილობრივ) და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





